ერთ ბურთულიანი ჰაერის გამწოვი

სატუმბის გასასვლელებისა და მილსადენებისთვის წყლის მიწოდების დროს სისტემაში, განსაკუთრებით სატუმბის გასასვლელებში ჰაერის დაგროვება წყლის გავლის არეალს ავიწროებს და მისი სიმძლავრის შემცირებას იწვევს. ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ერთ ბურთულიანი ჰაერის გამწოვი გამოიყენება. სისტემაში წყლის გაშვებისას წარმოქმნილი ჰაერი წყალზე ადრე ჰაერის გამწოვში ივსება და თავსახურზე არსებული ხვრელებით გარეთ გამოიდევნება. მოგვიანებით ჰაერის გამწოვი წყლით ივსება და ბურთულას ზევით ასწევს, ხვრელები იხშობა და გაუჟონვადობის უზრუნველყოფა ხდება.